კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების შემოტანა

საქართველო კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო პრეპარატებს უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. საუბარია „ფაიზერისა“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტებზე, რომლებიც მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული, რომ „ომიკრონის“ შემთხვევების მნიშვნელოვნად ზრდის შემთხვევაში, ვითარება მართოს.

მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები კლინიკების ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ.