ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 20 000-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, სულ გარდაცვლილია 21 308 ადამიანი. ყველაზე დიდი მსხვერპლი კი იტალიაშია, სადაც ვირუსის შედეგად 7500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 3667-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ესპანეთმა ჩინეთი ჩამოიტოვა.
2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ირანში, ათასზე მეტი საფრანგეთში. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 472 ათასს აჭარბებს. მათგან 115 ათასამდე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის გავრცელების გამო, მილიარდობით ადამიანს შეზღუდვები აქვს დაწესებული. კარანტინის რეჟიმი მოქმედებს იტალიაში, დიდი ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, ისრაელში, აშშ-ის რამდენიმე შტატში, ასევე ინდოეთში.