კორონავირუსი - ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსი 103 ადამიანს დაუდასტურდა. გუდაუთის საავადმყოფოში ამ დროისთვის 127 ინფიცირებული მკურნალობს, 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 868 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 655 პაციენტი, გარდაიცვალა 15 ადამიანი.