კორონავირუსი - ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული, 255 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.