ეპიდემიოლოგები საგანგაშოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ განსაკუთრებით გახშირდა ბავშვების ინფიცირების შემთხვევები. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ბავშვებში „დელტა“ შტამი ბევრ გართულებას იწვევს.
როგორც ცნობილია, ციციშვილის სახელობის კლინიკაში ერთი ჩვილი გარდაიცვალა, როგორია დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, თამარ ნადარეიშვილი მოგვაწვდის ინფორმაციას პირდაპირ ეთერში.