კორონავირუსის გავრცელების ახალი მაჩვენებელი – დილის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა ახლა უკვე 48-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების ფაქტებს, ბოლო 24 საათში ინფექცია 471 მოქალაქეს დაუდასტურდა.
დიდი ნაწილი ისევ აჭარაში გამოვლინდა, 47-ია თბილისში, დანარჩენი შემთხვევები კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აღირიცხა.
მარიამ სეთურიძემ მოისმინა განცხადება, რომელიც ტრადიციულად ინფექციურ საავადმყოფოში გაკეთდა და დღეის მონაცემების შესახებ ის ახლა დეტალურად ისაუბრებს.