ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად, რთული ვითარებაა მთელ მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ნიდერლანდებში „კომენდანტის საათი“ დაწესდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებულ შეზღუდვას მწვავე პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეთა ნაწილი ქუჩაში გავიდა.
პარალელურად, ევროპის სხვა ქვეყნები კორონავირუსის ახალი, მესამე ტალღისთვის ემზადებიან. ცალკეულ ქვეყნებში მძიმე შეზღუდვები და „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ახალი ფორმის გავრცელება პანდემიასთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.