პანდემიის მეორე ტალღის პიკის პარალელურად, მსოფლიო ვაქცინაციისთვის ემზადება. მოლოდინი და იმედი დიდია. რისკჯგუფების აცრას პირველი დიდი ბრიტანეთი იწყებს. თუმცა, ვიდრე კომპანიები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დისტრიბუციისთვის, ქვეყნები კი პრეპარატის მიღებისთვის ემზადებიან, მსოფლიოს მასშტაბით, ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, მკაცრდება შეზღუდვებიც.
ვაქცინაციის დამაიმედებელი პროგნოზის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი მოსახლეობას ახსენებს, რომ პანდემია ამით არ სრულდება და წესების ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია.