კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მკაცრი შეზღუდვები წესდება. ამ წუთებში მუნიციპალიტეტის შესასვლელში გამშვები პუნქტები მონტაჟდება. დაბაში შესვლა და გამოსვლა იკრძალება, რასაც საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე მესტიასა და მესტიის სოფლებს შორის.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, იზღუდება შესვლა-გამოსვლა: დაბა მესტიის, იფარის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მესტიის რაიონში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების შემდეგ მიიღო. მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტები დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს ეძებენ.