კორონავირუსი ​- ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 236 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 68 პირს დაუდასტურდა. გუდაუთის საავადმყოფოში 99 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის რვა პაციენტი გარდაიცვალა.