დაახლოებით სამ კვირაში საქართველო ყველაზე მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს, „რემდესივირს“ მიიღებს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მიეცა საშუალება, რომ იყოს მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე და ამ ეტაპზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, ონლაინტრენინგები მიმდინარეობს. მისივე თქმით, არ არის დამტკიცებული, რომ ეს მედიკამენტი ნამდვილად კურნავს „კოვიდს“, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ყველაზე იმედისმომცემად ითვლება.