„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ანგარიში

საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაერო-ს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულებაში გამოვლენილი ხარვეზები და რეკომედაციები მათ აღმოსაფხვრელად, – ანგარიში „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოში საქართველოს წევრობის 20-წლიან პერიოდში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს აღსასრულებლად გადაეცა საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიერ მიღებული 127 გადაწყვეტილება და განჩინება. მათგან, მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუციით აღსრულებულად ჩაითვალა 81 საქმე, ხოლო 46 საქმის აღსრულებაზე ზედამხედველობა მიმდინარეობს. ანგარიშის თანახმად, მომჩივნების სასარგებლოდ დაკისრებულ კომპენსაციებს საქართველოს მთავრობა დროულად და სრული ოდენობით იხდის. რაც შეეხება რეკომენდაციებს, საუბარია ისეთი ღონისძიებების გატარებაზე, როგორებიცაა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღასრულების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, მომჩივანის, აგრეთვე თემატური არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაზე, განსაკუთრებით იმ საქმეებში, სადაც გამოკვეთილია სისტემური პრობლემები.