კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის გახსნიდან 80 წელი გავიდა

28 იანვარს კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. მისი გახსნიდან 80 წელი გავიდა. იუბილესადმი მიძღვნილი საღამო სწორედ ამ დარბაზში გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობენ კონსერვატორიის სტუდენტები, ორი მათგანი „ახალი დღის“ სტუმარია – გიორგი გრძელიძე და ზუკა ავაგუმაშვილი, საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტები, გიორგი კლავიშის მიმართულებით სწავლობს, ზუკა კი ვოკალის განხრით.

ახალი დღე