კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო

კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. სხდომა 3 იანვარს ჩატარდება. საუბარია პროკურატურის საჩივარზე. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასამართლოს სისტემას უნდობლობა გამოუცხადა.

მისივე ცნობით, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით, იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომელმაც ის გაათავისუფლა, დევნაა დაწყებული.

გურამ როგავა დეტალებით.