კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023

კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები, გლობალური საფრთხეები და თანამედროვე მიდგომები, – ამ თემებზე მსჯელობენ კიბერუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში. ღონისძიებაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდნენ. აქცენტი გაკეთდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზაზე და ეროვნულ სტრატეგიაზე. უცხოელმა დიპლომატებმა კი ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება. კიბერუსაფრთხოების ფორუმი თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.