ხვალ, 22:00 საათზე „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული გამოვლინდება
მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ფინალურ ეტაპზეა. ხვალ პირველი არხის პირდაპირ ეთერში გაირკვევა, ვინ გახდება პროექტის გამარჯვებული და, შესაბამისად, ვინ გაემგზავრება საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში. დღეს კონკურსანტები გენერალურ რეპეტიციას გადიან, გადამწყვეტი კონცერტი კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კვირას, 22:00 საათზე გაიმართება.
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულის გამოსავლენად, ფეისბუქის მესენჯერით მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 1tv.ge-ზე, პირველი არხისა და პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფეისბუქგვერდებზე. გამარჯვებულის გამოვლენა სატელეფონო ზარით, მოკლე ტექსტური შეტყობინებითა და ფეისბუქმესენჯერის საშუალებით მიღებული ხმებით, მხოლოდ მაყურებელზე იქნება დამოკიდებული.
საქართველოს ვარსკვლავი