„ხუთოსანი“ მერები

მერები, რომელთა საქმიანობასაც სხვადასხვა საგამოძიებო უწყება სწავლობს.

ძალადობა, ქრთამის აღება და კორუფციული გარიგება – ეს იმ ბრალდებების ჩამონათვალია, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

როგორ დააკომპლექტა თანამშრომლებით ოზურგეთის მერმა არარსებული საფეხბურთო კლუბი, ვინ და რის მიხედვით დაადგინა მგლის ლიკვიდაციის საფასური და როგორ მოიგო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი კომპანიამ, რომელმაც იგივე სამუშაო დათქმულ დროში ვერ დაასრულა.