ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს დღეს წარუდგენენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მოზარდს ბრალს დღეს წარუდგენენ. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს. პარალელურად, საქმესთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები გრძელდება.

სალომე ქოქიაშვილი იმყოფება სამმართველოსთან.