ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმებაა მიღწეული, – ამის შესახებ უზენაეს სასამართლოში საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.
რა პირობებს მოიცავს საპროცესო შეთანხმება, მას არ დაუკონკრეტებია. პროკურორის თქმით, ჯანაშიამ დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. პროკურორი არც იმას აკონკრეტებს, რა ინფორმაცია მიაწოდა ჯანაშიამ გამოძიებას აღიარების შემდეგ. უზენაეს სასამართლოში ამ საკითხზე დღეს პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს.
რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოკლული კიდევ ერთი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, რომელსაც ჯანაშიას მსგავსად, 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი, მის საქმეზე დღეს მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან.