„ხიდი მომავლისკენ“ - აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა

თბილისი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას მასპინძლობს. ოფიციალური გახსნა დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დარბაზს მიმართა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმაც.

წლევანდელი თემაა „ხიდი მომავლისკენ“. განიხილება რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და შუა დერეფნის მომავალი. შეხვედრას მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, დიპლომატები და სამთავრობო დელეგაციები ესწრებიან. ღონისძიებები ორ მაისს დაიწყო და ხვალ დასრულდება.

მარიამ ბერძენიშვილი აშუქებს დღევანდელ შეხვდრას და დეტალებზე ახლა ის ისაუბრებს.