ანაკლიის პორტის გარშემო პოლიტიკურ დაპირისპირებას წერტილი ვერც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ დაუსვა. თავს წაგებულად არ მიიჩნევს მამუკა ხაზარაძე, რომლის მოთხოვნა არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა. ოთხწლიანი დავის შემდეგ, არბიტრაჟმა დაადგინა, რომ 2016 წელს სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წელს კანონიერად შეწყდა. მხარეების მხრიდან სხვადასხვანაირად იკითხება დადგენილების ის ნაწილიც, რომელიც მომჩივანი მხარის მიერ სოლიდური თანხის გადახდას გულისხმობს.
მმართველი გუნდი „ლელოს“ ლიდერსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელს კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდებს და ამტკიცებს, რომ ხაზარაძეს სახელმწიფოსთვის 650 000 დოლარი აქვს გადასახდელი. მთავრობისთვის სასამართლოს დადგენილება კიდევ ერთი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ წლების განმავლობაში სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის საქმე ხელოვნურად იყო პოლიტიზებული.
შალვა სუმბაძე განაგრძობს საუბარს – რა პროცედურებია მოსალოდნელი არბიტრაჟის გადაწყვეტილების შემდეგ?