ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეებიც იყვნენ - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეებთან ერთად იყვნენ ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეებიც. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს, ბოლო ცნობებით, საფრთხე არ ემუქრება. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. ისინი ბათუმის კლინიკებში წუხელ ინტოქსიკაციისა და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობის დიაგნოზით შეიყვანეს.

ექიმების განმარტებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროის ინფორმაციით, მკურნალობის კურსს საავადმყოფოებში 8 ადამიანი განაგრძობს.

ირმა ჭოლაძეა ბოლო ინფორმაციით – როგორია დაშავებულთა მდგომარეობა?