რუსეთის თავდაცვის კვლევის ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა. ცნობას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. შემთხვევა მოსკოვის მახლობლად, ტვერის ოლქში, რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის ძალების ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში მოხდა. თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა 11 დაღუპულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით კიდევ ექვსი ცხედარი იპოვეს. ცეცხლის გაჩენის მიზეზებს სამხედრო გამომძიებლები იკვლევენ.