ხალხური სიმღერის გაკვეთილები - რევაზ შანიძის ქართული ხალხური მრავალხმიანობის სტუდიის გაკვეთილი - იმერული მგზავრული „შუკა-შუკა“

#აყევიპირველს

ხელმძღვანელი – რევაზ შანიძე

სიმღერის ტექსტი:

[გუნდი]
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა

[ტრიო]
შარა-შარა შუკა-შუკა ჩქარა-ჩქარა უკან-უკან
გვრჩება გზები და სოფლები, მოყვრები და მეზობლები
მზე ლაჟვარდში ამოსულა, ხან მთა ხანაც ვაკე არის
გზად ტოტები გამოსულა, წითელ პაპანაქიანი

[გუნდი]
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა

[ტრიო]
უცაბედად ალაგეზე თითქოს დაგიდარაჯდება,
თითქოს, გელის თან დაგეძებს, გლეხი გეტყვის გამარჯობას.
და არც უნდა გაიოცო, ერთხელ უნდა დაულოცო,
სახლის ფუძე, ეზო-კარი ცოლ-შვილი თუ მეგობარი.

[გუნდი]
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა

[ტრიო]
შორი გზა მაქვს გასავლელი, სუფრა აღარ გამიგრძლო.
სვაგანაც მაქვს დასალევი, მაპატიე მაინძელო.
მიმაჩქარებს ზურგის ქარი, აღარ დაიგვიანო.
შემოგევლოს ჩემი თავი ჩემო კარგო იმანო!

[გუნდი]
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა

[ტრიო]
შუკა-შუკა, შარა-შარა, უკან-უკან, ჩქარა-ჩქარა
გვრჩება გზები და სოფლები, მოყვრები და მეზობლები,
ხევში ნისლი სწვება სწრაფად, გზას გაურბის მღიმარეს,
გოგოვ შენი თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა მდინარეს.

[გუნდი]
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა

[ტრიო]
გოგოვ, გოგოვ ატმის ხეო, გოგოვ თვალებმაყვლიანო,
მითხარ, რატომ გამრისხეო გინდა დამანაღვლიანო.
გეფიცები, განგებ განა მინდა ერთი ბუდე მქონდეს,
სულ არ მოვალ ამ ქვეყანას, შენ, რომ არ მეგულებოდე.

[გუნდი]
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა

[ტრიო]
შუკა-შუკა, შარა-შარა, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა
გვრჩება გზები და სოფლები, მოყვრები და მეზობლები,
გვრება მზით თუ სიგრილეთით, ჩემი ყრმობის სიმღერეთი,
ყვავილეთი, ღიმილეთი, იმერეთი, იმერეთი.

[გუნდი]
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა
ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა, ჰეი ადილა ჰე…

ხალხური სიმღერის გაკვეთილები