ხალხური სიმღერის გაკვეთილები - ანსამბლ „იამეს“ გაკვეთილი / სიმღერა - „არც ჰოს ამბობს, არც არას“

#აყევიპირველს

ანსამბლის ხელმძღვანელი – გულთამზე კუბლაშვილი

სიმღერის ტექსტი:

არც ჰოს ამბობს, არც არას, ხან გამოკრთის, ხან ქრება!

ვერ გავიგე, ვუყვარვარ, თუ უხმოდ მემუქრება!

მაგრამ როცა შემამჩნევს, დაღვრემილს და მოწყენილს,

მეფერება, მეხვევა, დამიკოცნის მხოლოდ შუბლს.

და ეს შუბლზე ამბორი, ვერ გავიგე, რას ნიშნავს!

მიშორებს, თუ მპირდება, სიცოცხლეს შესანიშნავს!

არც ჰოს ამბობს, არც არას, შარად გადამალული!

სინამდვილედ გადმექცა, სატრფო ლეგენდარული!

სინამდვილედ გადმექცა, სატრფო ლეგენდარული!

ხალხური სიმღერის გაკვეთილები