ხაბეიშვილის სასამართლო - შეფასებები
ლევან ხაბეიშვილის დაკავებას ოპოზიციაში პოლიტიკურ დევნად აფასებენ. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ სამართლებრივად ყველაფერი ცხადია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე სასამართლო მიიღებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხის საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით მას ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს. ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.