კეზერაშვილის საქმე - თავდაცვის მინისტრის გამოხმაურება

საქართველოს თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყოფილმა ხელისუფლებამ, კერძოდ დავით კეზერაშვილის პერიოდში, სახელმწიფოს დიდი ზიანი მიაყენა და იკვეთებოდა ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის ფაქტებიც. ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტროში საკითხზე დამატებითი დოკუმენტების მოძიებას ცდილობენ.