კერძო დეტექტივების საქმე

უპრეცედენტო საქმე სასამართლოში – სამი კერძო დეტექტივი ქალი მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება.

გამოძიების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებაში ბრალდებულები ცოლის დავალებით მის მეუღლეს უთვალთვალებდნენ. საგამოძიებო მასალების მიხედვით, არსებობს უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი ჩანაწერებიც. გირაოთი გათავისუფლებული ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და მთელ პასუხისმგებლობას იმ კომპანიას აკისრებენ, სადაც წლებია მუშაობენ.

კომპანიით სამართალდამცავები უკვე დაინტერესდნენ.