პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის თბილისში სამი კერძო დეტექტივი დააკავეს.
სამივე ბრალდებული ქალია. გამოძიების ინფორმაციით მათ დაკვირვების ობიექტებზე უკანონოდ მოიპოვეს და შეაგროვეს პირადი ცხოვრების ინფორმაცია. საქმეზე უკვე ჩატარდა სასამართლო სხდომა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ, თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველოში კერძო-დედექტივის ცნება სამართლებრივად არ არსებობს, შესაბამისად ახლა სასამართლოს გადასაწყვეტია, ჯდებოდა თუ არა ბრალდებულთა მოქმედება სამართლებრივ ჩარჩოში.
მარიამ ქურდიანი საქმის დეტალებით.