კარლეს პუიჩდემონი ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარე და ხუთი კანონმდებელი მადრიდში,  ესპანეთის უმაღლეს სასამართლოში გამოცხადდა.

სასამართლო დღეს გადაწყვეტს, თუ რა ზომებს მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარის და კანონმდებლების საქმესთან დაკავშირებით. საუბარია მათთვის თავისუფლების შენარჩუნებაზე გარკვეული პირობების სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, კატალონიის ყოფილი მთავრობის რვა წევრი უკვე პატიმრობაშია. ისინი  სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან.

რაც შეეხება რეგიონული მთავრობის ყოფილ ლიდერს, კარლეს პუიჩდემონის სასამართლო ბელგიაში 17 ნოემბერს გაიმართება.