ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.
მისივე თქმით, არაერთხელ უთქვამს, რომ არ არის ექიმი, მაგრამ მიესალმება, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე მიიღება.