კარასინისა და აბაშიძის მორიგი შეხვედრა 24 მაისს გაიმართება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შვეიცარიული კომპანიის მიერ ტვირთბრუნვის კონტროლის დაწყების საკითხზე, 24 მაისს, პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე იმსჯელებენ. რუსეთმა შვეიცარულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, თუმცა, უცნობია რა წერია დოკუმენტში. ასევე, უცნობია სად განთავსდება სასაზღვრო გამშვები პუნქტები, რომლის საშუალებითაც ტვირთბრუნვის გაკონტროლება მოხდება. ქართული მხარის პრინციპული მოთხოვნაა, საერთაშორისო მონიტორებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის საშუალება ჰქონდეთ. ოპოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.