კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებას ეხმაურებიან სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებშიც. შეგახსენებთ, რომ მათ საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.
ნათქვამია, რომ „აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. კაია კალასი და მარტა კოსი ყველა მხარეს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, ხელისუფლებას კი ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც მათი თქმით, უსაფუძვლოდ იყო დაკავებული. განცხადების ბოლოს კაია კალასი და მარტა კოსი უარყოფენ დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობენ პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ.