დატბორილი დასახლებები და ქუჩაში დარჩენილი ათეულობით ოჯახი – მსოფლიო ლიდერების ყურადღება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქებული წყალსაცავისკენაა მიმართული. ობიექტზე თავდასხმაში კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ზარალი დიდი, მოსალოდნელი საფრთხეები კიდევ უფრო მასშტაბურია.
დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, წყალსაცავთან ახლოს მდებარე დასახლებებში წყლის დონე ყოველ საათში იმატებს. ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ახლა სასმელი წყლის მოსალოდნელი დეფიციტია. კახოვკის კაშხლის აფეთქება გაერო-ში საგანგებო სხდომის მოწვევის მიზეზი გახდა.
ტერაქტი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე – ასეთია შეფასებები.