კახი კახიშვილი, შეწყალების კომისიას მსჯავრდებულებთან ზეპირი მოსმენების დანერგვას ურჩევს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, შეწყალების კომისიას მსჯავრდებულებთან ზეპირი მოსმენების დანერგვას ურჩევს. ამის შესახებ, მან პირველი არხის გადაცემაში “აქტურალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” ისაუბრა.

კახი კახიშვილის თქმით, მსჯავრდებულთან გასაუბრება და მათთან ინტერვიუ, ბევრად უფრო მეტი ინფორმაციის მომცემია, ვიდრე ფურცელზე დაწერილი განცხადება.  მინისტრის თქმით, ზეპირი მოსმენები მისმა უწყებამ უკვე დაიწყო და დაახლოებით 700 პატიმარს აქვს გასაუბრება გავლილი. კახიშვილი მზადაა, დაინტერესების შემთხვევაში, ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს და გამოცდილება გაუზიაროს.  გიორგი აბაშიშვილი კახი კახიაშვილის განცხადებას ეხმაურება.