კახეთში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას მიაგეს პატივი
2008 წლის ომის უმძიმესი მოვლენები გაიხსენეს კახეთში და ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას მიაგეს პატივი. ისაუბრეს მის ღვაწლზე და თავდადებაზე. ეროვნული გმირის სახელობის მემორიალთან, მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში შეიკრიბნენ თავდაცვის ძალების მეოცე ტერიტორიული ბრიგადის ჯარისკაცები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სასულიერო პირებმა ანწუხელიძისა და ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინეს.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში შეკრებილებმა აგვისტოს ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სწორედ ასეთ გმირების დამსახურებაა საქართველოს თავისუფლება.
8 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა, რომლებმაც, განსაკუთრებული სასტიკი აწამეს და მოკლეს.