კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ექიმების განცხადებით, თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრობაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. მათივე თქმით, ეს ე.წ. სამუშაო ხასიათის დიაგნოზი იყო და მერს ვესტიბულოპათია აქვს. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით.

კახა კალაძე თავს ამჟამად უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.