ბინების გადაცემა უსახლკარო სტატუსის მქონე პირებისთვის
თბილისის მერიამ უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადაეცა. კახა კალაძემ ოჯახს ახალმოსახლეობა პირადად მიულოცა. ნინო ხოჯავა ახალ ბინაში შვილებთან – თამარ და ქეთევან ნიკოლაძეებთან ერთად იცხოვრებს. ბინა სრულად გარემონტებულია და საჭირო ავეჯითა და სამზარეულოს ტექნიკით არის აღჭურვილი. ოჯახს თბილისის მერიის უწყებათაშორისი კომისიის მიერ უსახლკაროს სტატუსი რამდენიმე წელია მიენიჭა და საცხოვრებელი ფართი სარგებლობის უფლებით გადაეცა. წელს საცხოვრებელი უსახლკაროს სტატუსის მქონე 40 ოჯახს გადაეცა. 12 ბინაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.