ილიაობა – სახალხო დღესასწაული ყვარელში

18:01, 08.11.2026

ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება. ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება იმართება. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ფოტოგამოფენა, წარმოდგენილია ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ნიმუშები, ღვინის, კულინარიისა და ფერმერული პროდუქციის კუთხეები. სტუმრებს ასევე ელოდებათ საბავშვო გასართობი სივრცე, ფოლკლორული პროგრამა და მუსიკალური კონცერტები.

ყვარელში დღეს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრებიც ჩავიდნენ და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს.

ტრადიციულად, დღესასწაულზე დააჯილდოვეს ყვარლის საპატიო მოქალაქეები. „ილიაობა“ გალა კონცერტით კონცერტით დასრულდება.

მსგავსი