ადვოკატის პროფესიული დღე

12:11, 08.11.2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მთავარი თემაა „ადვოკატი, უფლებების ეფექტიანი დაცვა და პრო ბონო სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. კონფერენცია ჯამში 200-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. მათ შორის არიან: საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ადვოკატები, იურიდიული სფეროს წარმომადგენლები და ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელი პირები. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და ადვოკატებს პროფესიული დღე მიულოცეს: იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი