კახა კალაძემ  "კვირის  ინტერვიუში" სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა

როგორ აპირებს საკუთარი პროგრამის განხორციელებას დედაქალაქის მერი. სამომავლო გეგმებზე კახა კალაძემ პირველ არხზე “კვირის  ინტერვიუში” ისაუბრა. თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა ეკოლოგიაზე, ქალაქის გენერალურ გეგმასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოგვარების საკითხზე ისაუბრა.

რაც შეეხება შეკითხვას, ნიშნავს თუ არა წინა ხელმძღვანელობის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნა ნარმანიას გუნდის მიმართ უნდობლობას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ, მერიის სხვადასხვა სამსახურის შემოწმება ნორმალური პროცესია.