კახს კალაძე - ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერის გამო ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობას ვუხდი
კახს კალაძე - ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერის გამო ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობას ვუხდი

თქვენი ეთერით მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერის გამო მადლობა ვუთხრა, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთანაც, რადგან ყველაფერს ცენტრალური ბიუჯეტი ვერ დააფინანსებს, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა კალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მეტყველებს თუ არა ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი, ათეულობით მილიონი ლარის ტრანსფერის განხორციელება იმაზე, რომ კახა კალაძეს უფრო მეტ ანგარიშს უწევენ, ვიდრე დავით ნარმანიას, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მის მიერ წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი პროგრამის განხორციელება შესაბამის თანხებს საჭიროებს და დამატებითი ტრანსფერი სწორედ ამას უკავშირდება.

„თავიდანვე ვიცოდი, რა თანხები დამჭირდებოდა იმ პროგრამის განსახორციელებლად, რომელზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი და ამაზე მუშაობა თავიდანვე დავიწყეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.