კახა კალაძე: მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი გამოეხმაურა.

მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს.

მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზიარებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული.

არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულის შემძვრელი ამოძახილი. სამწუხაროდ, ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში.

მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას, ისე, რომ კითხვის ნიშნები, ან უკმარისობის გრძნობა არავის დარჩეს საზოგადოებაში, – წერს კახა კალაძე.