კახა კალაძე: მე გთავაზობთ, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს დღის ბოლოს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძემ აქციაზე შეკრებილებს და მოქალაქეებს, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ერთად ბრძოლისაკენ მოუწოდა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ღამის ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას და მის ლიბერალიზაციას, კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, კანონპროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირების წინადადებები მოისმინოს.