ALDE-ს განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება, ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონიც. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების“ სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია. „ეს ავადმყოფური საქციელი ასახავს მათი მფარველების ტაქტიკას მოსკოვსა და პეკინში. ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ“. – წერს უილსონი.