აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ და ნატო-ს პარტნიორებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში რაკეტის აფეთქება უკრაინის საგარეო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ნატო-ში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე, ბაიდენმა ინდონეზიაში მედიას განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რაკეტა რუსეთიდან ყოფილიყო ნასროლი. უკრაინის საზღვართან მდებარე პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, უკრაინამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. რუსეთი პოლონეთზე სარაკეტო დარტყმას უარყოფს.