ჯეიმს მეტისი: ვაშინგტონის მთავარი კონკურენტებია - რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი

ამერიკის შეერთებული შტატების წინაშეა რუსეთისა და ჩინეთის მიერ შექმნილი მზარდი საფრთხე, რომელთა მიზანია, მსოფლიო თავიანთი ავტორიტარული მოდელით მოაწყონ,  – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა.

შეერთებული შტატების თავდაცვის სტრატეგიის წარდგენისას, ჯეიმს მეტისმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მთავარი კონკურენტები რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი არიან.

აღნიშნულ დოკუმენტში წერია, რომ რუსეთმა დაარღვია მეზობელი სახელმწიფოების საზღვრები და ცდილობს, გამოიყენოს ვეტოს უფლება მეზობლების გადაწყვეტილებებში, ეკონომიკაში, დიპლომატიასა და უსაფრთხოების სფეროებში.

ამ მიმართულებით სტრატეგიაში საქართველოსთან ერთად, უკრაინაც არის ნახსენები. ჯეიმს მეტისმა თავდაცვის სტრატეგიის წარდგენისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის მოკავშირეებმა, საერთო თავდაცვის მიმართულებით, თავიანთი წვლილი უნდა გაზარდონ. ეროვნული თავდაცვის ახალ სტრატეგიაზე შეფასებები გაკეთდა თბილისშიც.