რა საკითხებზე იმსჯელებენ ნატო-ს  წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 

NATO-ს სამეთაურო შტაბების ახალი სტრუქტურა, ჩრდილოეთ კორეა და ავღანეთი – ეს ის საკითხებია, რომელზეც დღეს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ. მოკავშირეების მიზანია სამხედრო ალიანსი უფრო ეფექტური და XXI-ე საუკუნის გამოწვევებთან ადაპტირებული იყოს.

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ერთ-ერთი მთავრი საკითხი ევროპის ტერიტორიაზე ალიანსის ჯარისკაცების გადაადგილების გამარტივება იქნება. თავდაცვის მინისტრები უკვე შეთანხმდნენ, რომ ავღანეთში დამატებით ძალებს გააგზავნიან. საუბარია დაახლოებით 3000-ს ჯარისკაცზე.

შეხვედრაზე ასევე, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის წევრების შეხვედრაც შედგება, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი დაესწრება.