აშშ-ის თავდაცვის ახალი სტრატეგია - რუსეთი მეზობელი ქვეყნების გადაწყვეტილებებში ჩარევას ცდილობს
აშშ-ის თავდაცვის ახალი სტრატეგია - რუსეთი მეზობელი ქვეყნების გადაწყვეტილებებში ჩარევას ცდილობს

აშშ-ის წინაშეა რევიზიონისტული ძალების, რუსეთისა და ჩინეთის მიერ შექმნილი მზარდი საფრთხე, რომლებსაც სურთ, მსოფლიო თავიანთი ავტორიტარული მოდელით მოაწყონ – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა.

თავდაცვის ახალი სტრატეგიის წარდგენისას, ჯეიმს მეტისმა თქვა, რომ აშშ-ის კონკურენტები რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილო კორეა და ირანი არიან.

„რუსეთმა დაარღვია მეზობელი სახელმწიფოების საზღვრები და ცდილობს გამოიყენოს ვეტოს უფლება მეზობლების გადაწყვეტილებებში, ეკონომიკაში, დიპლომატიასა და უსაფრთხოების სფეროებში. ჩინეთი სტრატეგიული კონკურენტია, რომელიც მეზობლების შესაშინებლად მტაცებლურ ეკონომიკურ ტაქტიკას იყენებს. ირანი ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“ – ნათქვამია დოკუმენტში.

ჯეიმს მეტისის განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა საერთო თავდაცვის მიმართულებით თავიანთი წვლილი უნდა გაზარდონ.