გუდაური საერთაშორისო ჯაზფესტივალს – Winter Jazz Gudauri-ის მასპინძლობს. ორდღიანი ღონისძიება სასტუმრო „კარპე დიემსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს.
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტზე უცხოელ ვიზიტორებთან ერთად, ჯაზის მოსასმენად ადგილობრივი ტურისტებიც შეიკრიბნენ. დამსვენებლების წინაშე თავდაპირველად ქართველი შემსრულებელი წარდგა, მოგვიანებით კი სცენა უცხოელმა არტისტებმა დაიკავეს.
რა ელოდებათ გუდაურის სტუმრებს 25 თებერვლის ჩათვლით, ნახეთ კესო ქაფიანიძის სიუჟეტში.